American Alpine Journal: არჩილი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი მთამსვლელი, არამედ პატრიოტი, იუმორისტი და ბრწყინვალე სულის ადამიანი
American Alpine Journal ქართველ მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან, ძალიან გვწყდება გული, რომ გარდაიცვალა AAJ-ის ხშირი კონტრიბუტორი არჩილ ბადრიაშვილი, საქართველოში, მის საყვარელ კავკასიის მთებში, ელვის დაცემის შედეგად. არჩილი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი მთამსვლელი, არამედ ექიმი, აღმზრდელი, პატრიოტი, იუმორისტი და ბრწყინვალე სულის ადამიანი. მეტი არავის გაუკეთებია მთამსვლელებისთვის საქართველოს მთების საოცრებების სწავლებისთვის (მათ შორის, 2024 წლის AAJ-ის ორი მოთხრობა). გულწრფელად ვუსამძიმრებთ არჩილის ოჯახს და მეგობრებს.
ცნობისთვის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული.
ბადრიაშვილი 2022 წელს ‘ოქროს წერაყინის’ (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი – “ახალი გზა უშბაზე”, რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.