top_leaderboard

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში წაგების შემდეგ ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი დარჩა პარტიად, ნაწილი გადავიდა „ენჯეო“ სექტორში და იქ გრძელდება მათი დაფინანსება

პარტიას და „ენჯეოს“ ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და „ენჯეო“ არის ამ დროს საფარი მხოლოდ იმისთვის, რომ ლეგალურად მიიღონ ფული, რომელიც მერე ხმარდება პარტიულ საქმიანობას, რომლის მიზანია სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა და აგენტოკრატიის დამყარება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, წევრების ნაწილი დარჩა პარტიაში და ნაწილი „ენჯეო“ სექტორში გადავიდა და იქ გაგრძელდა მათი დაფინანსება.

„პარტიას და „ენჯეოს“ ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და „ენჯეო“ არის ამ დროს საფარი მხოლოდ იმისთვის, რომ ლეგალურად მიიღონ ფული, რომელიც მერე ხმარდება პარტიულ საქმიანობას. ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც ერთი და იგივე კალაპოტშია პრაქტიკულად და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. მიზანი არის სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა და აგენტოკრატიის დამყარება. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყო ხელისუფლებაში და იყო ყურმოჭრილი მონა მათი დამკვეთების, არჩევნებში წაგების შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში და აქ უკვე ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი დარჩა პარტიად, ნაწილი გადავიდა „ენჯეო“ სექტორში და იქ გრძელდება მათი დაფინანსება. რაღაცნაირად ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ. ხდება რეალობის ფალსიფიკაცია და ყველაფერი ინიღბება დემოკრატიის და სამართლიანობის ბრძოლის ნიღბით. როდესაც ქუჩაში გამოდიან ადამიანები, რომლებიც წაქეზებულნი არიან „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თავს ესხმიან პოლიციელებს, ამტვრევენ პოლიციის მანქანებს, ჩადიან სხვადასხვა დანაშაულს, იქმნება ფონდი, „ევროპის დემოკრატიის ფონდისგან“ და ის იხდის მათ ნაცვლად ჯარიმებს, რომელსაც სასამართლო უწერს მათ. ამ შემთხვევაში თვითონ სამართლის ცნება კარგავს აზრს, ჯარიმის აზრი იკარგება. თუ იცი, რომ ჯარიმას გადაიხდის ვინმე დასავლური ფონდი, მაშინ რა აზრი აქვს ამ ჯარიმის დაწესებას“, – აცხადებს სუბარი.

ასევე იხილეთ