leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, არამედ სურს დაიცვას თავისი ხალხის სიცოცხლე.

უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალების ოპერაცია არ აძლევს მოწინააღმდეგეს დონეცკის ოლქში დამატებითი შენაერთების გადასროლის საშუალებას და ართულებს მათ ლოგისტიკას.

„რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი არაფერი სჭირდება. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად იცავს ომის წესებსა და კანონებს, საერთაშორისო სამართალს. უკრაინის არმიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ხასიათისაა. ოპერაციის მიზანია ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა და უკრაინის ტერიტორიის დაცვა რუსეთის დარტყმებისგან“, – დასძინა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ 28 დასახლებული პუნქტია.

ასევე იხილეთ