თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.