დმიტრო კულება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას ჯოზეფ ბორელს კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის დეტალები გააცნო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კულება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მან ბორელთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ნაბიჯებზე, რომლებიც „მიზნად ისახავს უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოებას იარაღის წარმოებისა და მიწოდების სფეროში“.
ამასთან, დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს გააცნო კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის დეტალებიც.