leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: თქვენ წინაშეა სამი ცალი ამირანი!

„ეგე, ძლიერი საქართველო ჩვენ ვართო… ხალხი გველოდებაო… ჩვენ მოვდივართ ახალი ლიდერებითო – ალიკოთიო, პალიკოთიო, ვალიკოთი და ბარდიგლეჯიაანთ ვასიკოთიო. მა რაააა… ახალი ლიდერებითო!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

„აი, დედა მოუააააააააააა!

ბიჯოოოოოოო!

ამათ წინ ვინ დაუდგება?!

ხედამთ, ფეხები როგო გან-განზე უდგათ? ეგეთი დგომა სიძლიერისა და ჭკვიანურობის ნიშანია.

ხელები კიდე როგო აქვთ გაშლილი სივრცეში, მაგასაც ამჩნევთ?

ეგრე მარტო არწივებს შეუძლიათ კამარა შეჰკრან და გაფრინდნენ. ესენი კიდე არსად გაფრენასაც არ აპირებენ, აქ უნდა იომონ და გამოიხსნან სამშობლო ბარბაროსებისაგან, რომლებმაც ქეჩოში მოგვკიდეს ხელი და რუსეთში მიგვათრევენ.

ხალხნოოოოო!

თქვენ წინაშეა სამი ცალი ამირანი. სამივემ აიწყვიტა და აწი ვეღარავინ დააბამს. აბა, ერთი სცადეთ!

ჰოოოოოო!

სამი ცალი ამირანი და ერთი ცალი კიდე ისა… რავი, მაია წყნეთელი? ჟანა დარკი? ზოია კოსმოდემიანსკაია? ნადეჟდა კრუპსკაია? რაც გინდათ, ის უწოდეთ, დედალი არწივივით კი გამაიყურება და.

არა, ხომ გეუბნებოდით, ხომ გაფრთხილებდით, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი-მეთქი?

სიმართლე გითხრათ, ეგრე უცებ თუ დაიზრდებოდნენ, არც მეგონა, ორ-სამ წელიწადში ვვარაუდობდი.

მეგობრებო!

ერთია დგომა, გამომეტყველება, შემართება და მეორეა იდეა, ჰაზრი, მიმართულება, საქმე.
იცით, რას ამბობენ? აი, ნახეთ:

,,ჩვენ ვართ ძლიერი საქართველო – რეალური ალტერნატივა, რომელსაც ელოდება ხალხი! ჩვენ მოვდივართ ახალი ლიდერებით, ახალი იდეებით და საქმით, რომელიც ზურგს გვიმაგრებს”!

ეგე, ძლიერი საქართველო ჩვენ ვართო… ხალხი გველოდებაო… ჩვენ მოვდივართ ახალი ლიდერებითო – ალიკოთიო, პალიკოთიო, ვალიკოთი და ბარდიგლეჯიაანთ ვასიკოთიო. მა რაააა… ახალი ლიდერებითო!

ბიჯოოოოოო… ბიჯოოოოო… ბიჯოოოოოო… ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ