left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: სანამ სალომე ბაბო გიგოს შეიწყალებდა და ნამტირალევს თავისუფლებაზე გამააგდებდა, ცოლი გაუთხოვდა. კი არ გასცილდა, ადგა და გაუთხოვდა!

„ხაზარაძეს ეტენება, ეს ჩემისა, გიგო ბიკერიასთან ეგდო ერთ ხანობას, ხან სად იყარა მახათი, ხან სად, ამას წინებზე ბოკერიაც ამოგდებული დარჩა და ახალ პატრონს ეძებს, ეს პატრონმიფსმული!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

„აჯამი გიგო კახა კალაძეს გაუნათლებელსა და ბრიყვს უწოდებს!

ჰოოო, კაცო, ეს ის გიგოა, ადრე, რატომღაც, თბილისს უთავოდ რომ თავობდა, მერე ბიძინა ივანიშვილმა ჭიტლაყასუნით რომ გამოაგდო, სამართალმა ციხეშიც რომ წააყუდა, 47 მილიონის მოპარვა დაუმტკიცა (უფრო ბევრი მოიპარა, მაგრამ კვალი წაშალა), იტირა, ივიშვიშა, სალომე ბაბოს „ზემოდან” ყუფარსონმა დაავალა და გამოუშვა, ანუ შეიწყალა. საქმე ის არის, რომ ამ უაჯმესმა არსებამ 47 მილიონის მოპარვა აღიარა.

ამბავი აქ არ მთავრდება… სანამ სალომე ბაბო გიგოს შეიწყალებდა და ნამტირალევს თავისუფლებაზე გამააგდებდა, ცოლი გაუთხოვდა. კი არ გასცილდა, ადგა და გაუთხოვდა.

ახლა რომ ჩამოვყვე, გიგოს რამდენი ცოლი გაუთხოვდა, რამდენმა ცოლმა უარყო, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ მის პოლიტიკურ მომავალსა და განათლებას შევეხები.

გიგო აჯამია. გიგოს არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. მას ყურადღებას არავინ აქცევს და ამიტომაც დაეტაკა კალაძეს. აჯმებმა იციან ხოლმე ასე – დაეტაკებიან ვინმე ცნობილს, თავს გაუტოლებენ იმ მიზნით, ჩვენც აქა ვართ და ქუდები გვხურავსო. სინამდვილეში კი ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ვარდებიან, ნუ იტყვით.

რაზე დეეტაკა აჯამი გიგო კალაძეს?

კალაძემ თქვა, ამ რაღაც „დემოკრატიის ფესტივალი”, რომელსაც ხაზარაძე რეგიონებში ატარებს, მარაზმია და წესით ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩი უნდა დაიბაროს და განმარტება მოსთხოვოსო.

ჰო, დანიისა, რადგან თურმე ეგ „მეგობარი” ქვეყანა აფინანსებს „დემოკრატიის ფესტივალს”!

დემოკრატიის ფესტივალი არა, შაშა, კოლა და თემურა ჭყონია კიდე!

ჰოდა, აჯამმა გიგომ ეს იუკადრისა, კალაძემ ეგ რანაირად გაბედაო? დანიას რანაირად გაუბედაო? ჩვენ ევროპა გვინდა, ეგ კიდე რუსეთში მიგვათრევსო.

ესე იგი, აჯამი გიგო ევროპისკენ გვექაჩება, კალაძე კიდე ჩელიაბინსკისკენ მიგვათრევს.

ჰა, ჰა, ჰა!

რა უნდა გიგოს?

რა უნდა და ფეხი გამოყო, ხაზარაძეს კოჭი გაუგორა, ერთი მეც დამარტყმევინეო.

ხაზარაძეს ეტენება, ეს ჩემისა, გიგო ბიკერიასთან ეგდო ერთ ხანობას, ხან სად იყარა მახათი, ხან სად, ამას წინებზე ბოკერიაც ამოგდებული დარჩა და ახალ პატრონს ეძებს, ეს პატრონმიფსმული!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ