leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვედანტ პატელი: კატარი მუშაობს იმისთვის, რომ „ჰამასი“ მოლაპარაკების სამიტს დაესწროს

კატარმა დაგვარწმუნა, რომ ისინი იმუშავებენ, რათა ხუთშაბათს (15 აგვისტოს) მძევლებთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებების სამიტზე „ჰამასი“ წარმოდგენილი იყოს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები წინ წავა“, – აღნიშნა პატელმა.

„ჰამასმა“ ამ კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრას არ დაესწრება. მან მოუწოდა შუამავლებს, დაარწმუნონ ისრაელი, დათანხმდეს განახლებულ წინადადებას, რომელიც ტერორისტულმა ჯგუფმა ივლისის დასაწყისში წარადგინა. კერძოდ, ისრაელმა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა უნდა დადოს.

ხუთშაბათს დაგეგმილი სამიტის ადგილი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა არაბმა ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, დოჰაში გაიმართება.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა „ჰამასი“ შეხვედრას, მისი წარმომადგენლები მაინც არ იქნებიან იმავე ოთახში, სადაც ისრაელელი კოლეგები.

ასევე იხილეთ