ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გორში, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, თქვა, რომ გამარჯვებას ყოველთვის გმირებს უძღვნის, რომლებმაც ქვეყანა დაიცვეს.
„ᲮᲐᲜᲓᲐᲮᲐᲜ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑ, ᲙᲘᲓᲔᲕ ᲮᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲫᲘᲜᲐᲕᲡ, ᲓᲐᲣᲯᲔᲠᲔᲑᲔᲚᲘᲐ. ᲐᲡᲔᲗᲘ ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲛᲐᲥᲕᲡ, ᲠᲝᲛ ᲩᲔᲛᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐᲡ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲩᲔᲛᲡ ᲒᲛᲘᲠᲔᲑᲡ ᲕᲣᲫᲦᲕᲜᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲛᲐᲪ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲓᲐᲘᲪᲕᲔᲡ ᲓᲐ ᲐᲡᲐᲮᲔᲚᲔᲡ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲡ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ. ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲠᲘᲒᲨᲘ ᲩᲔᲛᲡ ᲨᲘᲜᲓᲘᲡᲔᲚ ᲒᲛᲘᲠᲔᲑᲡ ᲕᲔᲜᲐᲪᲕᲐᲚᲔ, ᲛᲐᲗᲘ ᲪᲝᲪᲮᲚᲐᲓ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲘᲧᲝᲡ“, – ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲞᲔᲢᲠᲘᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 0:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.