გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და გუნდის წარმატებაში მთავარი როლი ითამაშა. ანგარიში კი 58-ე წუთზე გაიხსნა: „ნანტის“ კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა – მეკარე მარჯვნივ გადახტა, ბურთი კი მარცხენა კუთხეში შეგორდა.
ორ წუთში „მეცმა“ უპირატესობა გაზარდა და ქართველი თავდამსხმელი ამ ეპიზოდშიც მონაწილეობდა – ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში მეტიუ უდოლს გადააწოდა, რომელმაც თავური დარტყმით „ნანტს“ მეორე გოლი გაუტანა.
24 ტურის შემდეგ „მეცი“ 20 ქულით კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის მეტის შანსი აქვს. მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.