ნინო წილოსანი: ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას, ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის კოალიციში „ძლიერი საქართველო“, ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ელისაშვილი, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი და იაფფასიანი პოპულისტია, ხოლო, ლევან ცუცქირიძე, ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მსახური იყო და თავისი არასამთავრობო ორგანიზაციითაც სწორედ მათ ემსახურებოდა.
ნინო წილოსანის თქმით, ელისაშვილი და ცუცქირიძე, ამ კოალიციის კოლექტიური სახეა.
„კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით.
პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით…შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება.. პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა ალეკო არ “შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს…
მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, ნაცების მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან “გაუპრავა” პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია “ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც.
დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა” – წერს ნინო წილოსანი.