კასპის მუნიციპალიტეტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის“ ფარგლებში მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, ლესელიძის ქუჩაზე, კასპის მუნიციპალიტეტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის“ ფარგლებში მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 8 წელია მრავალსართულიანი სახლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოს აფინანსებს.
პროგრამის მიზანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ საჭიროებებზე, 229 000 ლარია გამოყოფილი.