leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინას სრული უფლება აქვს, კურსკის ოლქში ოპერაცია ჩაატაროს

„კიევს აქვს უფლება, რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში”, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, უკრაინას თავდაცვის სრული უფლება აქვს კურსკის ოლქში წინსვლით, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინის დედაქალაქ კიევს და ოკუპირებული აქვს უკრაინის დიდი ტერიტორია.

„ის, რომ უკრაინა საბოლოოდ იცავს თავს კურსკის მიმართულებით, გარკვეული ძალებით შეაღწია ქვეყანაში დაახლოებით 30-40 კილომეტრის სიღრმეში, მათ ამის სრული უფლება აქვთ. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, უკრაინელების საქმიანობის შეზღუდვისთვის“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ