leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიის პროკურატურამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ამფეთქებლის, უკრაინის მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა იენს რომელმა 2022 წელს ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო რესურსი „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილი, რომელსაც ვლადიმერი ჰქვია, დაივინგის ინსტრუქტორია. ის პოლონეთის ქალაქ პრუშკუვში ცხოვრობდა, თუმცა ახლა გამოძიებას ემალება. უცნობია, ახლა ის უკრაინაშია თუ არა.

გამოძიების ცნობით, ვლადიმერი 2022 წლის 8 სექტემბერს იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც დაივერები ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე გერმანულ ქალაქ რიუგენში გადაჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერი თანამზრახველებთან ერთად რიუგენში ჩავიდა, ის „ანდრომედეს“ იახტაზე გადაჯდა და ზღვაში შევიდა, რასაც შემდეგ გაზსადენის აფეთქება მოჰყვა.

გერმანიის სამართალდამცველები ვლადიმერის გარდა ეძებენ კიდევ ორ ადამიანს, ქალსა და მამაკაცს. ითვლება, რომ გაზსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მათ დაამონტაჟეს.

ასევე იხილეთ