leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიგელ ნავარო: ძალიან ძნელია, როცა ილია შენ წინ დგას და მის ძლიერ დარტყმებს იღებ!

მიგელ ნავარო MMA-ის მებრძოლია და UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას სპარინგ-პარტნიორი და თანაგუნდელი. ნავარომ Yeste MMA-ს ინტერვიუ მისცა და „ელ მატადორსა“ და მის მომდევნო მეტოქეზე, მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა.

ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ზე გაიმართება, რომელსაც 27 ოქტომბერს აბუ-დაბი უმასპინძლებს.

„ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ილია მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი იყო და ახლა ეს ოფიციალურად ასეა, რადგან UFC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს. მისგან ცოდნის მიღება და მასთან ერთად ვარჯიში უდიდესი პრივილეგიაა. რა შეგრძნებაა თოფურიასთან სპარინგი? სიმართლე გითხრათ, ილიასთან სპარინგი ურთულესია. იცის, რა განსხვავებაა ვარჯიშსა და ბრძოლას შორის, მაგრამ ძალიან ძნელია, როცა შენ წინ დგას და მის ძლიერ დარტყმებს იღებ. ჰოლოუეისთან ჩხუბი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, მაქსმა ილიას ბომბებს გაუძლოს. ვიცი, რომ ჰოლოუეის ძლიერი ყბა აქვს და სერიოზული დარტყმების მიღება შეუძლია, მაგრამ თოფურიასნაირი ძალის მქონე მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. მაქსს არასდროს უჩხუბია მებრძოლთან, რომელსაც ილიასნაირი ძალა, სიზუსტე და ტექნიკა აქვს. ილიას კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ხალხს ჯერ არ უნახავს, მისი ჭიდაობა და ჯიუ ჯიცუა. თოფურიას ეს კომპონენტი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. ამის დაჯერება რთულია, რადგან მისგან ეს ჯერ არ გვინახავს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ილია ჭიდაობასა და ჯიუ ჯიცუში ისეთივე მაგარია, როგორც სტრაიკინგში“.

ასევე იხილეთ