leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც 2008 წელს მოხდა, არის ოკუპაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის მეორე მხარე – საქართველოს იმ დროინდელი ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა

„ის, რაც 2008 წელს მოხდა, არის ოკუპაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის მეორე მხარე – საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების ქმედებებმა რუსეთს დაუფარავი აგრესიის განხორციელების საშუალება მისცა.

„ცხინვალის დაბომბვის დაწყების შემდეგ, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთს, როგორც თავად აღნიშნეს, მიეცა ლეგიტიმური უფლება საქართველოში შემოჭრის. ეს არის ყველაზე რთული და მძიმე, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და სამწუხაროდ, ეს სააკაშვილის ხელისუფლებას თავად აქვს ხელმოწერილი და აღიარებული, როგორც ტალიავინის დასკვნაში, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაში. აქედან გამომდინარე, პოლიტსაბჭოს განცხადებაც ეხება იმას, რომ ის, რაც 2008 წელს მოხდა, არის ოკუპაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის მეორე მხარე – საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა, რამაც რუსეთს საშუალება მისცა დაუფარავი აგრესიის განხორციელების“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ