leaderboard_below_slide

არჩილ გორდულაძე: კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში

მთავარი კითხვები არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამ კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენებზე საუბრისას.

„მცდელობა, რომ როგორმე გაემართლებინათ მოღალატეობრივი ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“, არ გამართლდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მთავარი კითხვები არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. რატომ დაეთანხმნენ ისინი იმ დასკვნას, რომელსაც მათ შორის რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა ეთანხმება? მთავარი კითხვა არის, რატომ გააკეთეს მათ ზუსტად იგივე, რაც გააკეთა ოკუპანტმა ქვეყანამ. ამ კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, თან არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში, და არა დახურულ სასამართლო სხდომაზე, არამედ ღიად, საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე იხილეთ