ირაკლი გოგავა: 26 ოქტომბერს როგორი იდეალური არჩევნებიც არ უნდა ჩავატაროთ, ბაიდენის ადმინისტრაცია მის ლეგიტიმაციას არ ცნობს და ამას მოჰყვება რევოლუციის მორიგი მცდელობა!
ერთ რამეს იმთავითვე უნდა შევეგუოთ, 26 ოქტომბერს როგორი იდეალური არჩევნებიც არ უნდა ჩავატაროთ, ბაიდენის ადმინისტრაცია მის ლეგიტიმაციას არ ცნობს და ამას მოჰყვება რევოლუციის მორიგი მცდელობა საქართველოში არსებული „მეხუთე კოლონის“ მხრიდან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, შემოდგომა მშვიდი არ იქნება.
„გლობალური ომის პარტია ყველანაირად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანოს თავისი აგენტურა, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართავს. დიახ, გლობალისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, სულ ცოტა, 60 000 ჯარისკაცი მაინც გადმოისროლოს საქართველოს ოკუპაციისთვის ან 2-3 ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გვესროლოს. ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა, საქართველო აღარ იარსებებს და სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გლობალური ომის პარტიისა და მისი „მეხუთე კოლონის“ გეგმებს ასრულება არ უწერია, რადგან ხელისუფლება რომც შედრკეს, ჩვენ, ქართველი ხალხი გულხელდაკრეფილი არ დავსხდებით და ჩვენი სამშობლოს განადგურების საშუალებას არავის მივცემთ“, – აღნიშნავს ირაკლი გოგავა.