leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხში ჩვენ გვერდით იყოს

„ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვერდით იყოს. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი იქნება“, – ამის შესახებ „იმედის კვირას“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობები ასევე აქვთ. ჩვენ არ ვმეგობრობთ რომელიმე ქვეყანასთან რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმეგობრობთ ქვეყნებთან და ქვეყნებს შორის ურთიერთობები აიგება ორმხრივი სარგებლის საფუძველზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრინციპი.

ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრიდან ერთ-ერთი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენმა 4 წევრმა ძალიან ცალსახა და მკაფიო პოზიცია დაიკავოს. ამ შემთხვევაში, ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მნიშვნელოვანია, იყოს ჩვენ გვერდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ჩინეთი არასდროს გადაუხვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და მუდმივად იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი“, – განაცხადა სამხარაძემ.

ასევე იხილეთ