leaderboard_below_slide

შონ ომალი: სამი ყველაზე ცუდი სტრაიკერი? არ ვიცი, რთულია ამის თქმა. მერაბი!

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, შონ ომალიმ თავის პოდკასტში მერაბ დვალიშვილს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტრაიკერი უწოდა.

პოდკასტში, რომელშიც ომალი და მისი მწვრთნელი ტიმ უელჩი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობდნენ, კითხვაზე, ვინ არიან სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ყველაზე ცუდი სტრაიკერები, „შუგამ“ 33 წლის ქართველი მებრძოლი დაასახელა.

„სამი ყველაზე ცუდი სტრაიკერი? არ ვიცი, რთულია ამის თქმა. მერაბი!“

მანამდე მერაბ დვალიშვილმა ომალისთან დაგეგმილ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 29 წლის ამერიკელს ნოკაუტით დაამარცხებს.

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, 14 სექტემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ