leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა დევდარიანი: სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სააკაშვილის მიერ ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის ჩაბარება, გარკვეულ კაპიტალს უკავშირდებოდა!

დასავლეთს საქართველოში სააკაშვილის თუ არა, სააკაშვილის მსგავსის დასმა სურს, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან… ეტყვიან – „გახსენი მეორე ფრონტი“ – გახსნის… ეტყვიან – „ეს დაიჭირე“! – დაიჭერს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური სააკაშვილი თავის ინტერესებსაც არ დაივიწყებს.

„აი, მაგალითად, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სააკაშვილის მიერ ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის ჩაბარება, სადაც მანამდე რუსის ჭაჭანება არ იყო, გარკვეულ კაპიტალს უკავშირდებოდა. ეს კაპიტალი პოლიტიკური იყო თუ მხოლოდ ფული, მნიშვნელობა არ აქვს!“, – აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

ასევე იხილეთ