არჩილ გორდულაძე: იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის
„იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის”, – ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას.
„ეს ადამიანები ვერ იტანენ და ხშირად უშვერი სიტყვებითაც კი მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ამავდროულად ერთიანდებიან იმით, რომ ის დიდი ნარკოტიკი, რომელსაც ძალაუფლება ჰქვია, როგორმე დაიბრუნონ და ჩვენი ქვეყანა დააბრუნონ იმ წარსულში, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უარი უთხრა. იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები და ერთმანეთისთვის ხელის შემხებლებიც კი ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.