leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა დევდარიანი: ევროპელები და ამერიკელები ვერ ხვდებიან იმას, რომ ქართველი ხალხი ძალიან გამჭრიახია და ის, რაც 2003 წელს „ვჭამეთ“, საქართველოში აღარ განმეორდება!

დიახ, ევროპელები და ამერიკელები ვერ ხვდებიან იმას, რომ ქართველი ხალხი ძალიან გამჭრიახია და ის, რაც 2003 წელს „ვჭამეთ“, საქართველოში აღარ განმეორდება! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ ხელისუფლებისგან ხალხი დაღლილი იყო და საზოგადოება ცვლილებებს ელოდა.

„რა თქმა უნდა, დასავლეთი საქართველოში რევოლუციას ამზადებს, მაგრამ ერთ დიდ შეცდომას ისინი ყველგან უშვებენ – კაბინეტში დაწერენ რაღაც სცენარს და მერე მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში არაბეთში, უკრაინაში, ყირგიზეთსა თუ საქართველოში, ყველგან ცდილობენ მის ამოქმედებას! პროკლამაციებსაც კი ერთნაირი შინაარსისას წერენ. ლოზუნგები და პიარმასალაც სულ ერთნაირი აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა და მენტალიტეტი აქვს. დიახ, ევროპელები და ამერიკელები ვერ ხვდებიან იმას, რომ ქართველი ხალხი ძალიან გამჭრიახია და ის, რაც 2003 წელს „ვჭამეთ“, საქართველოში აღარ განმეორდება! მაშინ ხელისუფლებისგან ხალხი დაღლილი იყო და საზოგადოება ცვლილებებს ელოდა, თორემ ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ არჩევნების გაყალბების გამო რომ არ მომხდარა, დღეს ყველამ იცის!“, – აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

ასევე იხილეთ