საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში Rafale-ის ტიპის ორმა გამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალური ქსელ X-ში დაწერა.
მისი თქმით, ერთი პილოტი გადარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.
მეორე პილოტის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე გრძელდება. მასში მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და მეტყევეები არიან ჩართულნი.