leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლია კრიალაშვილი: მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, ხაზარაძე ქონებებს იფორმებდა და მდიდრდებოდა!

მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, ხაზარაძე ქონებებს იფორმებდა და მდიდრდებოდა, – ამის შესახებ მუხროვანის ე.წ. ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი ხაზარაძის დახმარებით ართმევდა ადამიანებს ქონებებს.

„სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს სწორედ ხაზარაძის დახმარებით ართმევდა ქონებებს. მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, ხაზარაძე ქონებებს იფორმებდა და მდიდრდებოდა. ეს უსინდისო და შუბლძარღვგაწყვეტილი რა ნამუსით საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე?! მსგავსი ნაგავი ადამიანი ძნელად თუ მოიძებნება. ვისაც ქვეყნის ბედი აინტერესებს და არა პირადი კეთილდღეობა, როგორ უნდა მისცეს ამ გარეწრებს ხმა?!“, – აღნიშნავს ლია კრიალაშვილი.

ასევე იხილეთ