leaderboard_below_slide

სალომე სამადაშვილი: ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ტალიავინის დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა.

სამადაშვილის თქმით, ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არაერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა.

„ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არაერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა. პრეტენზია ამ ანგარიშთან მე იგივე მაქვს, რაც მის ავტორს აქვს დღეს ანგარიშთან, რომ ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა და ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ასევე იხილეთ