leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: ბევრ ყურადსაღებ და მრავლისმეტყველ ამბავს ინახავს ქართულ პოლიტიკურ პარტიათა სახელწოდების ისტორია

„როგორი უცნაური ფენომენია ქართულ პოლიტიკაში, რომ დამფუძნებლები პოლიტიკურ პარტიებს, მათი განცხადების თანახმად, აფუძნებენ ერთი მხრივ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის თავის გასაწირად, მეორე მხრივ კი პარტიას ერთი ან ორი კაცის სახელს არქმევენ”, – საქართველოს იუსტიციის მინისტრმარატი ბრეგაძემ.

„როგორი უცნაური ფენომენია ქართულ პოლიტიკაში, რომ დამფუძნებლები პოლიტიკურ პარტიებს, მათი განცხადების თანახმად, აფუძნებენ ერთი მხრივ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის თავის გასაწირად, მეორე მხრივ კი პარტიას ერთი ან ორი კაცის სახელს არქმევენ. 

საინტერესოა, თუკი ეს ერთი, ან ზოგ შემთხვევაში ორი „ხალხისთვის მებრძოლი” ლიდერი თავისივე პარტიას დატოვებს, დარჩენილი წევრები ყოფილ ბელადთა სახელის ქვეშ გააგრძელებენ „მოღვაწეობას”, თუ ახალი თავმჯდომარის, ან თანათავმჯდომარეთა სახელებს დაარქმევენ პოლიტიკურ გაერთიანებას?

სინამდვილეში ეს „თავმდაბლური” ჟესტი იმაზე მეტყველებს, რომ ასეთ „პარტიებს” ჩანასახშივე არაფერი აქვთ საერთო, არც კონსტიტუციური პრინციპების ერთგულებასთან და არც მათ წევრებთან. ისინი რეალობაში პოლიტიკური „ინდმეწარმეები” არიან, რომელთა პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ არჩევნებამდეა.

ბევრ ყურადსაღებ და მრავლისმეტყველ ამბავს ინახავს ქართულ პოლიტიკურ პარტიათა სახელწოდების ისტორია”, – წერს რატი ბრეგაძე.

ასევე იხილეთ