leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შემოსულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 ათასი ჯარისკაცია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ზოგიერთი ბატალიონისა და ბრიგადის დარჩენილი ნაწილები, რომლებიც გადაჭიმულნი იყვნენ ფრონტის ხაზზე“, – აღნიშნა აპტი ალაუდინოვმა.

ასევე იხილეთ