საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ 2:0 დაამარცხა „ალ-თაავუნი“.
მერვე წუთზე აიმან იაჰიამ კრიშტიანუ რონალდუს პასით გახსნა ანგარიში. საბოლოო შედეგი თავად რონალდუმ დააფიქსირა, რომელმაც 57-ე წუთზე გამოიჩნა თავი.
კომპენსირებულ დროშ „ალ-ნასრის“ რიგებში წითელი ბარათი მიიღო მარსელო ბროზოვიჩმა.
„ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ-ჰილალს“ შეხვდება.