საბერძნეთში ბულგარეთის საზღვართან ახლოს 28-ე დღეა მთიან რაიონში ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ERT იუწყება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ხანძარი 18 ივლისს, ერთ-ერთ სოფლის მისადგომებთან, ძნელად მისადგომ ადგილას ელვისებურად გაჩნდა.
ქალაქ სინტიკას მერის, გეორგიოს ტაციოსის თქმით, ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ საჰაერო სივრციდან არის შესაძლებელი, თუმცა ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.
მერის თქმით, გამომდინარე იქიდან რომ დასახლებულ პუნქტებს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავები სწორედ იმ ლოკაციებზე გაფრინდნენ.
„ხანძარი სერიოზულ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს დაცულ ტყის მიწებს, მაგრამ არ ემუქრება არცერთ დასახლებულ პუნქტს“, – აცხადებს მერი.
მიმდინარე ზაფხულს საბერძნეთში ტყის ასობით ხანძარი გაჩნდა. ივლისსა და ივლისში საბერძნეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.