leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლელა რაზიკაშვილი: ნავალნი იყო რეპრესირებული, სააკაშვილს კი პასუხს სთხოვენ რეპრესიების გამო

„ნავალნი იყო რეპრესირებული, სააკაშვილს კი პასუხს სთხოვენ რეპრესიების გამო“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.

 „ნავალნი იყო რეპრესირებული, სააკაშვილს კი პასუხს სთხოვენ რეპრესიების გამო. სააკაშვილმა თვითონ შექმნა რესპრესიული სისტემა და კონკრეტული ბრალდებით ზის ციხეში – ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით. ამას წინათ გამოქვეყნდა და ყველამ ვნახეთ, ნავალნის სამყოფელი როგორი იყო. სად სააკაშვილის სასათბურე პირობები. რამდენი ხანია, მთელი საქართველო ვლოცულობთ იმაზე, ოღონდ კარგად იყოს, ოღონდ ჭამოს და არაფერი დაუშავდეს. ნავალნის და სააკაშვილის შედარება უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.

ასევე იხილეთ