leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის – ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია

„ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ GORBI-ს კვლევის შედეგების შესახებ.

„გორბის“ კვლევამ აჩვენა ის, რომ საერთაშორისო კვლევები, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები არის ნამდვილი დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. დიდი რაოდენობის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული საქართველო მოწინავეთა რიგებში. რა საკვირველია, ეს ყველაფერი „გორბის” კვლევაშიც აისახა. არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის – ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ