leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია GORBI-ის კვლევებზე: მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს. კვლევაში ნათქვამია, რომ არის +/- 3%-ი ცდომილების შესაძლებლობა, ვიმედოვნებ, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება +

მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ +/- 3%-ი ცდომილება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება და ოპოზიციას ხმები კიდევ უფრო მეტად დააკლდება.

„კვლევაში ნათქვამია, რომ არის +/- 3%-ი ცდომილების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება +, ხოლო იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა გაერთიანდნენ ხელოვნურად და რომლებმაც კიდევ უფრო დააკნინეს საკუთარი ისედაც დაკნინებული რეიტინგი, კიდევ უფრო მეტად დააკლდება“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ