leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

ასევე იხილეთ