leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრ სირსკი: უკრაინა კურსკის ოლქში 82 დასახლებას აკონტროლებს

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 82 დასახლება აიღეს, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების დღიდან  უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ, 82 დასახლებას აკონტროლებენ [1150 კვ.კმ]“, – განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის რეგიონში ვითარება კონტროლის ქვეშაა.

ასევე იხილეთ