leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბნელეთის მოციქულები ჩვენმა თაობამ ახლა მაინც თუ არ გაუშვა პოლიტიკურ ქვესკნელში, მომავალი თაობებისა და უფლის წინაშე ვერ გავმართლდებით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ საჯაროდ გასამართლებას ითხოვს, მიხეილ სააკაშვილის ომის დაწყებაში დადანაშაულების გამო.

სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი წერს, რომ რადიკალური ოპოზიცია პრიმიტიულია, რადგან სწორედ 1 კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილმა ივარაუდა, რომ 2008 წლის ომის პროვოცირებასა და მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელის მოწერას ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს დააბრალებდნენ.

ქართველიშვილი წერს, რომ მოსალოდნელია საქართველოს პატრიარქსაც დასდონ ბრალი, ომში დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოტანისთვის.

„როგორი პრიმიტიულად ამოსაცნობები არიან. დავწერე ერთი კვირის წინ, რომ არჩევნებამდე 2008 წლის ომის პროვოცირებას, მოღალატეობრივ 1633-ის ევრორეზოლუციაზე ხელმოწერას და რუსეთის წინაშე შემდგომში გაღებულ უხვ ეკონომიკურ კონტრიბუციას „ქართულ ოცნებას“ დააბრალებდნენ და აი, ისიც.

ჩაუფიქრდნენ ეტყობა ჩემს „შემოთავაზებას“ და – „რატომაც არაო“, იფიქრეს. გირგვლიანის საფლავის მონახულებამდე მშვენიერი პიარ-სვლაა მათი მხრიდან. ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი – ბრძოლის ველიდან „მამაცი სარდლობის“ მხრიდან მიტოვებული ჩვენი გმირების ცხედრების გამოტანაში პატრიარქის დადანაშაულება იქნება.

ჯერ ვერ ვფუთავ, კონკრეტულად ამის გამო ბრალს რაში წაუყენებენ, მაგრამ რა პრობლემაა – მოიფიქრებენ რამეს –  პატრიარქ კირილესთან „მეგობრობას“ ან ჯიუტად „რუსული შობის“ კალენდარულ აღნიშვნას. ეს ბნელეთის მოციქულები ჩვენმა თაობამ ახლა მაინც თუ არ გაუშვა პოლიტიკურ ქვესკნელში, მომავალი თაობებისა და უფლის წინაშე ვერ გავმართლდებით!!!“ – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ