leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია, მათ ამისათვის „კარგი შანსები“ აქვთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მოვიგოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით

ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია, მათ ამისათვის კარგი შანსები აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს.

„ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც გულისხმობს 113 მანდატს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია. ვფიქრობ, „კარგი შანსები“ აქვთ ამისათვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს საკონსტიტუციო უმრავლესობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ