leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში, ვინ წარმოიდგენდა იმას, რამხელა ყიჟინა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებსა თუ სოფლებში. ერთის მხრივ გულშემატკივრობით, ნერვიულობით გამოწვეული ხმაური, ყიჟინა, შეძახილები და ბოლოს გამარჯვებით გამოწვეული დაგვირგვინებული შეძახილები, რომელიც ყველა სახლიდან გამოდიოდა. ეს თქვენი, ოლიმპიელების დამსახურებაა, რომ ასე გააერთიანეთ ქართველი ხალხი ყველა ქალაქსა თუ სოფელში” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე განაცხადა.

„მინდა მოგილოცოთ წარმატება მედალოსნებს, ბატონმა პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა თითოეული მედალოსნის განსაკუთრებული როლი ამ საერთო გამარჯვებაში და მათი განსაკუთრებული დამსახურება, ვინც ორგზის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ამით განსაკუთრებით გაგვიხარეს გული.

თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ერის და ქვეყნის ზომას. 206 გუნდს შორის, 24-ე ადგილი დავიკავეთ, მოსახლეობის რაოდენობას თუ შევხედავთ მე–7 ვართ მსოფლიოში ამ გუნდებს შორის და ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებით უსვამს ხაზს თუ რამდენად ნიჭიერი ერი ვართ სპორტში, მაგრამ ეს ასევე უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ერისთვის ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერა, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ მოდის და ეს წარმატებები, რომელიც ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე გროვდებოდა და მივიდა თავის ლოგიკურ გაგრძელებამდე, რომ საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიულად, რა თქმა უნდა ამ გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია. სადაც ერიც და ბერიც ახალგაზრდაც და მოხუციც, ყველა გულშემატკივრობს ჩვენს სპორტსმენებს და ყველა თავის წვლილს იღებს იმის, რომ წარმატებული იყოს ჩვენი გუნდი ყველა მიმართულებით.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, განსაკუთრებული ძალისხმევით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა შეიძლება და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება. ეს მიღწევები არის არა მხოლოდ თქვენი პირადი შედეგები, არამედ ეს არის ჩვენი ეროვნული გამარჯვება და თითოეული ქართველის სიამაყის მიზეზი. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ახლა უკვე, არა მხოლოდ როგორც გულშემატკივარი, არამედ ასევე პარლამენტის სახელით მოგესალმოთ და ჩვენი პარლამენტის სახელითაც მადლობა გადაგიხადოთ ამ შედეგებისთვის.

გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენ, თქვენს მწვრთნელებს, ექიმებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც გავიცანით ამ პერიოდში. თქვენი ოჯახის წევრების დამსახურებაა, რომლებმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნეს თქვენს სპორტულ კარიერას, თქვენს წარმატებას და დღეს განსაკუთრებით ხარობენ თქვენი წარმატებით.

დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს. განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენი ოლიმპიური გუნდის თანამედროშეს ქალბატონ ნინო სალუქვაძეს, რომელმაც 10 ოლიმპიადაზე დაგვამახსოვრა თავი, მისი შედეგებით, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით, როდესაც 10 ოლიმპიადის მონაწილე გახდა და ესეც მაგალითია ყველა სპორტსმენისთვის ჩანს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.

განსაკუთრებული მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს. ეს რა თქმა უნდა ყველას საერთო დამსახურებაა. გიურვებთ წარმატებას, შემდეგ შეჯიბრებებში და მათ ვინც ამ ჯერად უმაღლესი ჯილდო ვერ მიიღო, ჩვენი გულის ჩემპიონები ხართ და რა თქმა უნდა თქვენ ასევე ოქროს მედლების მფლობელები მრავალჯერ გახდებით სხვადასხვა ასპარეზობაში და ამ საქმეში მთელი გიგულშემატკივრებთ და ვართ თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ