left_sabechdi

მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს

მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემ The Guardian ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ორი ექიმი, მეთიუ პერის თანაშემწე და ორი ნარკოდილერი.

პროკურორმა მარტინ ესტრადამ განაცხადა, რომ ექიმები მსახიობს დიდი რაოდენობით კეტამინს აწვდიდნენ და ისარგებლეს მეთიუ პერის დამოკიდებულების პრობლემებით, ათა გამდიდრებულიყვნენ.

2023 წლის 28 ოქტომბერს, 54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში აღმოაჩინეს.

სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ