leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ!

გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრავმაზე წერდა.

„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.

საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

„გუშინ ვარჯიშზე მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” – უთხრა ბუდუმ ქართულ სპორტულ გამოცემას.

ასევე იხილეთ