leaderboard_below_slide
left_sabechdi

გლდანში, ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა რაიონის მასშტაბით გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად,  13 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება, რისთვისაც დაახლოებით, 717 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

ასევე იხილეთ