შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 2024 წლის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფონდის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას; წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: