გიორგი გამსახურდია: გავიგე, რომ თქვენთვის ტკბილია, ევროპელ პენსიონერებზე წაგლეჯილი ფული, რომელსაც კეზერა გახარჯავთ, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იკადროთ?! თქვენ რასაც კადრულობთ, ფერმის ღორი არ იკადრებს!
„გოჩა ჯავახიშვილისებრი ვითომ დიპლომატები, პეტრიაშვილი და ვიღაც უსახო კაცუნები გამოდიან და ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, მათი მხრიდან, ომის შესახებ ნათქვამი სიმართლის გამო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია წერს.
„თქვე მამაცხონებულებო, თქვენმა მენტორებმა და დამფინანსებლებმა, მათი ხელისუფლებაში ყოფნისას, ქვეყნის ღალატის საუკეთესო ტრადიციებში, ხელი მოუწერეს რუსებს ყველა მოღალატეობრივ დოკუმენტზე, რომელიც კი არსებობდა. ეს ხომ ფაქტია? მერე და მანამდე, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიყიდეს, ასევე ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა აღადგინეს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შეთრევას მხარი დაუჭირეს და უამრავი რამ.
გავიგე, რომ თქვენთვის ტკბილია, ევროპელ პენსიონერებზე წაგლეჯილი ფული, რომელსაც კეზერა გახარჯავთ, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადროთ? თქვენ რასაც კადრულობთ, ფერმის ღორი არ იკადრებს, მაგრამ ნუ მაინც…“, – წერს გიორგი გამსახურდია.