გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „მარიამში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.