აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კვირას ისრაელს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
როგორც ისრაელური მედია აღნიშნავს, სავარაუდოდ, ბლინკენი ზეწოლას მოახდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმების მიზნით.