უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში წინ წაიწიეს.
„შემტევი ჯგუფის ჯარები აგრძელებენ ბრძოლებს, არის წინსვლა რამდენიმე მიმართულებით – ერთიდან სამ კილომეტრამდე. ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ გაცვლითი ფონდის შევსებას.