leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკა მელია სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს

პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს. „არ უნდა მოსულიყავით, არ გვსიამოვნებს ფეხბურთის მოთამაშეებს, გარეთ გადით და იქ დაელაპარაკეთ ხალხს“, – მიმართა მას ნარაზენის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელია, თანაპარტიელებთან და რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა, რომლებიც საფეხბურთო მატჩზე იყვნენ შეკრებილები და მათთან გასაუბრება სცადა, თუმცა, მათ მელიასთან საუბარი არ ისურვეს. ირკვევა, რომ ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად თამაში შეწყვიტეს და მელიას სტადიონის დატოვებისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

ერთ-ერთი მოქალაქე, აღნიშნული შემთხვევის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებს.

ჩანაწერში ისმის ადგილობრივი მცხოვრების ხმა, რომელიც მელიას მიმართავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის სტადიონზე დარჩება, ფეხბურთს არ ითამაშებენ.

„არ ვითამაშებთ ფეხბურთს, არ უნდა მოსულიყავით დღეს, არ გვსიამოვნებს ეს ჩვენ, ფეხბურთის მოთამაშეებს. არ გვაინტერესებთ, თამაში არ შეგვაწყვეტინოთ, გარეთ გადით და იქ დაელაპარაკეთ ხალხს“, – აცხადებს მოქალაქე.

თავის მხრივ, მელიაც მოქალაქეს უცხადებს, რომ ის უბრალოდ გამარჯობის სათქმელად მივიდა და არა ორი საათის განმავლობაში ფეხბურთის საყურებლად.

„მე ხელს არ შეგიშლით, ძმაო, ითამაშეთ“, – მიმართავს მელია სოფელ ნარაზენში მცხოვრებს.

ასევე იხილეთ