„ეს ამხელა ოქლაქი ჩამამდგარა და ვაშლი ლპებაო, ჩვენ რო მოვალთ, აღარ დალპებაო. გეგონება, ესენი რო იყვნენ, მაშინ არცა ლპებოდა, არცა სცვიოდა“, – წერს გელა ზედელაშვილი გიორგი ვაშაძის შესახებ სოციალურ ქსელში.
„ჭიჭიკო ვაშ(ლ)აძე ქარელში ჩასულა, სადღაც ნაძვებში დამპალი ვაშლი უპოვნია, შუაზე გადაუხლეჩნია და ვიღაცებს აბოლებს – ერთი ნახეთ, ხალხნოოო, „ქართული ოცნება“ ვაშლს ალპობს, გლეხი კაცითვინ არავინ არ არი, გლეხის შრომას ფასი არა აქ, ჩვენ რო მოვალთ ხელისუფლებაში, ვაშლი საერთოდ აღარ დალპებაო.
რავი, სადაც გავიხედავ, ვაშლს ყველგან 3-4 ლარი ადევს, გლეხის შრომას იმხელა ფასი დეედო, ხან გაპროტესტებაც კი მამინდება ხოლმე. ახლა მეზარება, თორემ ყველაფრის ფასებს ჩამოვთვლიდი… ან კი რა საჭიროა ჩამოთვლა, თქვენ უფრო უკეთესად არ იცით?
*
არა, დავუშვათ, სადღაც ქარელის ბოლოში ვაშლი მართლაც ლპება… ჯერ ერთი, შე დამპალო და დუმპალო, მარტო არჩევნების წინ რათ გახსენდება, შარშან და შარშანწინ სად იყავი, მაშინ არა ლპებოდა?
მეორეც – ვისაც დღეს ვაშლი ულპება, ის ნაღდად ვერ არი თავის მატორზე… როგორც ვიცი, ახლა ის დროა, როცა ყველგან უპრობლემოდ იბარებენ და რომც არ იბარებდნენ, მოკრიფე, ჩამოიტანე ან გამოიტანე, ცოტა ფასი დააკელ, 4 ლარის ნაცვლად 2 ლარი დაადე, თუ არ გაიყიდება, იმასაც ვნახავთ. ბოლო-ბოლო, ქილებში ჩაყარე, ან „კამპოტი“ გააკეთე, ან „პავიდლო“, ეგეც ბიძინა ივანიშვილმა ხო არ უნდა გაგიკეთოთ?
ვაააახ!
ჩირი გააკეთე… აიღე, ეს ოხერი, ვინმეს აჩუქე, უფასოდ ჩამაარიგე, ქვრივ-ობლებს ხელი გაუმართე, ღმერთი დაინახავს, ხელს მეტად მოგიმართავს, ხილის დალპობა გაგონილა?
*
ეს კიდე… ეს ამხელა ოქლაქი ჩამამდგარა და ვაშლი ლპებაო, ჩვენ რო მოვალთ, აღარ დალპებაო. გეგონება, ესენი რო იყვნენ, მაშინ არცა ლპებოდა, არცა სცვიოდა და კახეთში ვენახებს 2 ათას ლარად მე „ვაკაჭინებდი“, აი!
გეგონება, ვაქირში მევენახეებს ავტომატებით მე და ბიძინა ივანიშვილი დავდევდით, აი!
გეგონება, უკინალური ვაზის ჯიში „ვაქირულა“ ყალბი მეცნიერული დასკვნის საფუძველზე შხამიან ყურძნად მე გამოვაცხადე და გავაქრე, აი!
რომელი ერთი ჩამოვთვალო? რომელი ერთი გავიხსენო?!
*
ფუჰ!
დამპალ-დუმპლები, ესენი!“