leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე: ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა „კეზერა“, რაც „რუსულად“ შერაცხილმა, ამერიკულმა „FARA“-ს კანონმა გამოამზეურა!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი „ერთმანეთს ასწრებენ“ ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა „FARA“-ს კანონმა გამოავლინა.

„ნახეთ!

სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი  წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა!

ნახეთ!

სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი$!

ნახეთ!

როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და  ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა!

ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ  ვითომდაც  „რუსულად“ შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა „FARA“- ს კანონმა გამოამზეურა!

ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური “FARA”-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან…

ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის  გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

ასევე იხილეთ