leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი OCCRP-ის დოკუმენტზე: ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა, ბიძინა ივანიშვილი მართავსო

„მიზანი უნდა იყოს ნათელი, რა ინტერესი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის. რაღაც ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა OCCRP-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების  სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან, რაც უფრო გასაგები იქნებოდა.

მისივე თქმით, საბოლოო მიზანი მაინც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა .

„შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების  სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ამას კიდევ გაგებდა კაცი, მაგრამ ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა ბიძინა ივანიშვილი მართავსო.  არანაირი შინაარსი იმაში, რომ  მიწის ნაკვეთი შეიძინო არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გამომდინარე აქედან, ეს არის ფეიკ-გარემოს შექმნა ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რაღაცა მიზნისაკენ მიმავალი სიტუაციის შექმნა. რა არის ეს მიზნისკენ მიმავალი მიზანი?! – რასაც ოპოზიცია დღე და ღამე თავის კურატორებთან ერთად იძახის, – იქნებ დავასანქციროთ. და ამ დასანქცირებაშიც რომ არაფერი დევს საბოლოო ჯამში, რაც საქართველოს კურსს შეაცვლევინებს, ეს არ ესმით. ეს კიდევ უფრო აღიზიანებს ქართველ ადამიანს იმიტომ, რომ ქართველი ადამიანი არ არის პროექტის ადამიანი, ის ქართველი ერი არის საბოლოო ჯამში და ამ ინსტინქტებს ვერ ჩაკლავენ. პირიქით,  ამ ინსტინქტებს უფრო აღვივებენ ხალხში, როდესაც ასეთი მონაგონი თუ ინსპირირებული ისტორიებით თუ  თეორიებით უნდათ, რომ მიზნებს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ